Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“

2024 წლის 13-14 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრის  ორგანიზებით  გაიმართება  მეათე  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.


მოხსენებების თემატიკა:

 

პლენარული სხდომა:


ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები

კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
1. ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია;
2. ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია;
3. ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია;
4. კულტურა და ხელოვნება;
5. ინტერდისციპლინური კვლევები;
6. მედია და მასობრივი კომუნიკაცია;



მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

კონფერენციის მიზანი:


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური  ურთიერთობათა  განვითარების  პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური  ურთიერთობების  ახალ  ეტაპზე  გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.


კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

 

მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.

 

სამუშაო ენები:
ქართული, ოსური, ინგლისური, რუსული.

 

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:

მოხსენება:
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა.

გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები (ქართულ და ინგლისურ, ან რუსულ და ინგლისურ ენებზე) გამოგზავნოთ 2024 წლის 10 სექტემბრამდე.


შემდეგ მისამართზე: gorc.conference2024@tsu.ge
კონფერენციის წინასწარი პროგრამა:
12 ოქტომბერი - სტუმრების ჩამოსვლა-დახვედრა
13 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა, მისალმებები, გამოფენის გახსნა: „ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან“;
პლენარული სხდომა;
სექციური მუშაობა;
14 ოქტომბერი - სექციური მუშაობა; სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში: ოსური სახლი;
15 ოქტომბერი - კულტურული პროგრამა: ექსკურსია კახეთში, სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ (ლაგოდეხის რაიონი, სოფ. არეშფერანი)
16 ოქტომბერი - სტუმრების გაცილება

 


თეზისების გაფორმების წესი:


ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)


თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2024 წლის 15 სექტემბერს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.
კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.


საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
ელ.ფოსტა: gorc.conference2024@tsu.ge

 

 

 

სარეგისტრაციო ფორმა:


სახელი ______________________________________________________________________
გვარი ______________________________________________________________________
სამუშაო ადგილი ___________________________________________________________________
თანამდებობა ____________________________________________________
_____________________________________________________________________
მოხსენების სათაური ________________________________________________________________
______________________________________________________________________


მობილური____________________________________________________________


მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები
________________________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

Prof. Dr. Naira Bepieva

bepieva.naira@gmail.com

0099577777952

 

თარიღი: 15/05/2024